Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი დვანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭალა, კასპის რაიონი. სწავლობდა გორის სამაზრო სასწავლებელში. იყო გიორგი ერისთავის დასის ერთ–ერთი პირველი წევრი; 1856 წელს თეატრის დაშლის შემდეგ სოფელში დაბრუნდა და მეურნეობას მოჰკიდა ხელი; პარალელურად მონაწილეობდა სცენისმოყვარულთა წარმოდგენებში; ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, ჟურნალ "ცისკარში" ბეჭდავდა ლექსებს (მის ლექსებზე შემდეგ სიმღერებს ქმნიდნენ); ცილისწამების ნიადაგზე (დააბრალეს კაცის მოკვლა) 10 წლით კატორღა და სამუდამოდ ციმბირში გადასხახლება მიუსაჯეს; 1886 წელს შეწყალეს და გაათავისუფლეს, მაგრამ სამშობლოში ვეღარ ჩამოაღწია; გ. ერისთავის თეატრში შესრულებული როლები: დავით სერაშიძე, აზნაური გვერდელაძე (ზ. ანტონოვის "მინდა კნეინა გავხდე" და "ქმარი ხუთი ცოლისა"), მარტირუზა, ხარაზი ასანა (გ. ერისთავის "უჩინმაჩინის ქუდი" და "თილისმის ხანი"); ასევე წერდა პიესებს; 1852–1853წწ. დაიდგა მისი პიესა – "სახლი კუკიაში"; 1878 წელს გამოიცა მის მიერ დაწერილი პოემა – "ყარაბაღელი ყაჩაღი ასლან ბეგი"; ასევე საინტერესოა ციხეში დაწერილი ავტობიოგრაფია – "სიყმაწვილიდან ჩემი ცხოვრება", რომელიც საინტერესო ფაქტობრივ მასალას შეიცავს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.394; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.864 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |