შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია ზუბალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1835 წელს და მიიღო მედიცინისა და ქირურგის დოქტორის ხარისხი. დერპტის უნივერსიტეტში მიიღო ექიმის წოდება 1836 წელს. 1837 წლიდან მუშაობდა დუშეთისა და ახალციხის მაზრებში ექიმად. 1844 წელს სადისერტაციო ნაშრომისა და საექიმო დსამსახურებისათვის მიენიჭა შტაბ–მკურნალის წოდება. მან უშუალო მონაწილეობა მიიღო საქართველოში ქოლერის (1838, 1842, 1854) და შავი ჭირის (1865) ეპიდემიების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1846 წელს პირველად ქართულ ენაზე გამოსცა "შემოკლებითი დარიგება ჯეროვანის ხმარებისათვის ქინაქინის მარილისა ადვილმოსარჩენად დღეგამოშვებითის ცივებისა". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ.4.–თბ.,1979.–გვ.540; ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. - გვ.32-37 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |