შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიჭიკო დიასამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კვიახიძეები, შუახევის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1969 წელს. 1970-1992წწ. მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1992-1997წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა სამეცნირო და საზოგადო თანამდებობებზე; 2009 წლიდან არის იმავე უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის სრული პროფესორი; 2010 წლიდან პროფესორ–ემერიტუსი; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია – "ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში (I-Xსს.)"; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.402; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.76 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |