Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ჭიაურელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლა 1912 წელს. 1915 წლიდან მუშაობდა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის თეატრებში, როგორც მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. 1921 წელს თბილისში დააარსა სატირის თეატრი. 1925–1927 წლებში იყო მუშათა თეატრისა და "წითელი თეატრის" რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ქართულ სცენაზე შეასრულა 60–ზე მეტი როლი და დადგა 30–მდე სპექტაკლი. 1921 წლიდან, როგორც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმებში: "არსენა ჯორჯიაშვილი"(არსენა, 1921), "სურამის ციხე"(ოსმან–აღა, 1923), "ნათელა"(ჯონდო, 1926), "ხანუმა"(სიკო, 1927) და სხვ. მხატვრულად გააფორმა ფილმები: "სურამის ციხე"(1923), "სამანიშვილის დედინაცვალი"(1927). მისი რეჟისორობით გადაღებულია მხატვრული ფილმები: "პირველი კორნეტი სტრეშნევი"(1928), "საბა"(1929), "უკანასკნელი საათი"(1928), "ხაბარდა"(1931), "უკანასკნელი მასკარადი"(1934), პირველი ქართული ხმოვანი ფილმი–"არსენა"(1937), "დიადი განთიადი"(1938), "გიორგი სააკაძე"(1942–1943), "ფიცი"(1946), "ბერლინის დაცემა"(1949), "დაუვიწყარი 1919 წელი"(1951), "ოთარაანთ ქვრივი"(1957), "გენერალი და ზიზილები"(1964), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"(1965) და სხვ. გადაღებული აქვს აგრეთვე მულტიპლიკაციური ფილმები: "განთიადის მომღერალი"(1967), "როგორ მარხავდნენ თაგვები კატას"(1969), "ქირურგი მამალი"(1970), "რწყილი და ჭიანჭველა"(1972), "სახლი"(1974) და სხვ. წყარო:ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ.11.–თბ.,1987.–გვ.396 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |