შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჟუჟუნა დიასამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს. 1967 წლიდან მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში ზიფიკის კათედრაზე; 1983-2006წწ. იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის, ხოლო 2006 წლიდან არის თეორიული ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელი; კვლევის თემაა: ტურბუნენტულ ფენაში ტალღური პროცესების გამოკვლევა; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები რეფერირებად და რეცენზირებად სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ჟურნალებში და საერთაშორისო კონფერენციების მასალებში; არის მონოგრაფიის -"Турбулентность в нейтральном и проводящем слоях атмосферы" ავტორი და რამდენიმე სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი(1998), პროფესორი(1999). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "გარე შეცვლად ელექტრულ ველში მოთავსებულ გარემოებში დამუხტულ ნაწილაკთა გამოსხივების თეორიისათვის", დაიცვა 1975 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ტალღური პროცესების გამოკვლევა ტურბულენტურ ფენაში ტროპოსფეროს სიმაღლეებზე", დაიცვა 1998 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.403; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.112; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |