The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ რატილი

იოსებ რატილი
Legal name:იოსებ ნავრატილი
Date of birth:27 February, 1840
Date of death:17 February, 1912  (at 71 years)
Burial location:კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაო (კათოლიკეთა უბანი), თბილისი
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პარდუბიცე, ჩეხეთის რესპუბლიკა.

მუსიკალური განათლება მიიღო პრაღის კონსერვატორიაში.

მღეროდა პრაღისა და სხვა ქალაქების ოპერის თეატრებში; 1878 წლიდან გამოდიოდა ჰელსინკის ოპერის თეატრში; გასტროლები გამართა რუსეთის სხვადასხავა ქალაქში; 1880 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ტენორი), აქ დაუახლოვდა ქართველ მუსიკოსებს (ა. ბენაშვილს, მ. ბალანჩივაძეს, ი. კარგარეთელს, კ. მაღრაძეს, ხ. სავანელს, ფ. ქორიძეს, ზ. ჩხიკვაძეს); იყო ასევე ლოტბარი; გაეცნო ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს, მოიხიბლა თვითმყოფი, მდიდარი მრავალხმიანი სიმღერებით; 1885 წელს ის სათავეში ჩაუდგა ლ. აღნიაშვილის ხალხური სიმღერის გუნდს; 1890 წელს შეადგინა ცალკე გუნდი; პროპაგანდას უწევდა ქართულ სიმღერას; ჩაწერა და დაამუშავა რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა; მის შესახებ გადაღებულია ფილმი "გმადლობ, ნავრატილ" (1985).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 225


Share: