The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გარსევანიშვილი

ალექსანდრე გარსევანიშვილი
დაბადების თარიღი:1864
გარდაცვ. თარიღი:1936  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. გორის სასაფლაო
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია 1883 წელს; ქ. მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1888 წელს.

იმავე წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა ქუთაისის ქართულ პროგიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; ხუთი წლის განმავლობაში მან გარკვეული წვლილი შეიტანა ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში; 1892 წლიდან გადადის თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლად; თბილისის სააზნაურო სკოლაში წარმატებითი და კარგი მუშაობის შედეგად იგი დააწინაურეს და 1897 წელს გადაიყვანეს ქუთაისის ქართული სკოლის გამგედ; 1898 წელს სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა და ის დატოვებულ იქნა რუსული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლად. მისი ინიციატივით ჯერ თბილისისა და შემდეგ ქუთაისის ქართულ გიმნაზიასი შემოღებულ იქნა მუსიკის სწავლება. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში, რომელიც 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის ნაყოფი იყო. უნივერსიტეტმა 1915 წლამდე იარსება და ამ ხნის განმავლობაში იგი ერთ-ერთი წამყვანი ლექტორი იყო. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი სამუშაოდ გადავიდა გორის პედაგოგიურ ტექნიკუმში. ავტორია რამდენიმე წიგნისა, რედაქტორობდა სხვადასხვა გამოცემას. ხალხოსანი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.30-31; განმანათლებლობა საქართველოში იდეები და მოღვაწეები : nateba.webbreeze.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1892-1900)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: