Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარლამ სიმონიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი 1896 წელს. 1900 წელს გაიცნო სამუელ ჩავლეიშვილი და მონაწილეობდა მის გუნდში; 1901 წლიდან იგი ფილიმონ ქორიძესთან ერთად გალობის მასწავლებლად მუშაობდა; ფ. ქორიძის დახმარებით სიმონიშვილმა ისწავლა მუსიკალური ნოტები და დაეუფლა პროფესიულ ჩვევებს თვითმოქმედი გუნდის ხელმძღვანელობისათვის; 1902 წლიდან გალობას ასწავლიდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში; 1903 წლიდან ჩამოაყალიბა გუნდი გურიასა და აჭარაში; არტემ ერქომაიოშვილთან და დიმიტრი პატარავასთან ერთად ჩაწერა საგალობელთა კრებული "11 მარგალიტი"; 1920-იანი წლებიდან სიმონიშვილი დაინიშნა გურიის სამაზრო რევოლუციური გუნდების ხელმძღვანელად, ხოლო 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა ოზურგეთის აბრეშუმის ქარხნის ოთხმოცდაათკაციან გუნდს; 1927–1935წწ. წარმატებით გამოვიდა კონცერტებით მოსკოვში; ხშირად მართავდა კონცერტებს; ქმნიდა სიმღერებსაც("გაზაფხული", "ძველი ხელხვავი", "ადილა", "დათვების ლხინი", ს. ჩავლეიშვილთან ერთად–საჩონგურო სიმღერები "დილა", "ახლა ვხედავ საყვარელო", "საქართველოს მზე ეწვია"); დიდი როლი შეასრულა გურული ხალხური სიმღერების განვითარებაში, შექმნა ამა თუ იმ სიმღერის ცალკეულ ხმათა ვარიანტები; სხვადასხვა დროს მისი მოსწავლეები იყვნენ ლოტბარები ესე ჭანიშვილი, დომენტი ქარჩავა, მარგალიტა სადრაძე, შერმადინ ჭკუასელი, ვარლამ ვაშალომიძე, ილარიონ სიხარულიძე; იყო ქართული ხალხური სიმღერის ოსტატი, თვითმოქმედი გუნდების ჩამოყალიბების ერთ–ერთი ინიციატორი. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 249; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9. -თბ., 1985. -გვ. 353; qwelly.com; alazani.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |