Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეკატერინე სოხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია (ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი) 1930 წელს. 1925–1928 წლებში სიმღერას ეუფლებოდა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელში. მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა (მარგარიტა – გუნოს "ფაუსტი"), ამ დროიდან 1953 წლამდე ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. 1930–1936 წლებში ორჯერ მიიწვიეს სოლისტად სსრკ მოსკოვის დიდ თეატრში. მას ჰქონდა ხავერდოვანი ტემბრის ხმა, დახვეწილი ვოკალური ტექნიკა (ლირიული სოპრანო), სცენური მომხიბლაობა. მისი შესრულებული პარტიებია: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), მარგარიტა (გუნოს "ფაუსტი"), მიქაელა (ბიზეს "კარმენი"), დეზდემონა (ვერდის "ოტელო"), ტატიანა (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ნედა (ლეონკავალოს "ჯამბაზები"), ნესტანი (შ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა"), ყივჩაღი ქალიშვილი (ბოროდინის "თავადი იგორი"), ბატერფლაი, მიმი (პუჩინის "ჩიო–ჩიო–სანი", "ბოჰემა"), ნატალია (ი. ძერჟინსკის "წყნარი დონი"). წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 259; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.31 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |