Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სამუილ სტოლერმანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კიახტა, რუსეთის ფედერაცია. ებრაული წარმოშობის უკრაინელი დირიჟორი. 1905 წლიდან მოსკოვში დირიჟორის პროფესიას ვ. ი. საფინოვთან ეუფლებოდა. სხვადასხვა ქალაქებში ეწეოდა სადირიჟორო მოღვაწეობას; 1927-1944წწ. - ოდესაში; 1944-1949წწ. -კიევში; 1917 წლიდან თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორი გახდა. დამოუკიდებელ საქართველოში (1919.V.02) დირიჟორობდა დ. არაყიშვილის ოპერის "თქმულება შოთა რუსთაველზე" პირველ დადგმას, ასევე ვ. დოლიძის "ქეთო და კოტეს" პრემიერის დროს (1919.XI.12). გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა: ვ. დოლიძის "ლეილას" (1922.VI.05) და მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერის" პრემიერებში; 1933 წელს ვ. დოლიძის და 1936 წელს ა. ანდრიაშვილის საფორტეპიანო კონცერტებში; ზ. ფალიაშვილის "დაისის" ოდესაში დადგმულ წარმოდგენაში. მის რეპერტუარში, ქართულთან ერთად, უცხოური ნაწარმოებებიც შედიოდა: ბ. ლიატოშინსკი, "Захар Беркут" (ოდესა, 1930); ო. ჩიშკო, "Яблоневый Плен" (ოდესა, 1931); ნ. ლისენკო, "ტარას ბულ-ბა" (თბილისი, 1932); ა. სპენდიაროვი, "ალმასტი" (ქართულ ენაზე. თბილისი, 1932); ა. ფემელიდი, "რღვევა" (თბილისი, 1932. 08. 11); ჟ. ოფენბახი, "ჰოფმანის ზღაპრები" (თბილისი, 1941); მ. იპოლიტოვ-ივანოვი, "ღალატი"; ა. ბოროდინი, "თავადი იგორი" და სხვ. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 260; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.420; persons-info.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |