შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი როსჩუპინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომუილი ფაკულტეტი აგრონომ-ზოოტექნიკოსის კვალიფიკაციით 1928 წელს. მუშობას იწყებს საქართველოს ცენტრალურ ზოოტექნიკურ საცდელ სადგურში მეცხვარეობის ლაბორატორიაში ზოოტექნიკოსად და ეწევა მეცნიერულ მუშაბას "უდაბნოს" მეცხოველეობის მეურნეობაში; 1931-1936წწ. ზოოტექნიკური საცდელი სადგურის ბაზაზე შექმნილი ამიერკავკასიის მეცხოველეობის ინსტიტუტის უფროსი სპეციალისტია; 1936-1941წწ. საქართველოს მეცხოველეობის ინსტიტუტის მეცხვარეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1932-1937წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ასისტენტი, 1937-1941წწ. დოცენტი და კითხულობს მეცხვარეობის კურსს; 1941-1946წწ. საქართველოს მეცხოველეობის ტრესტში მთავარი ზოოტექნიკოსი და დირექტორის მოადგილეა; 1946-1948წწ. საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცხვარეობის განყოფილების გამგე, 1948-1959წწ. უფროსი მეცნიერ თამშორომელი; 1959-1961წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშკი და ზოოტექნიკური სექტორის გამგე, 1961-1968წწ. მეცხვარეობის განყოფილების გამგე. მისი მეცნიერული მოღვაწეობა მიძღვნილია ჩვენი ძვირფასი ეროვნული გენოფონდის თუშური ცხვრის შესწავლას და სრულყოფას, მეგრული თხისა და საქართველოში მეთხეობის განვითარებას. ზოოტექნიკოსი, პროფესორი(1961). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თუშური ცხვრის ზრდა განვითარება და მალწარმოება", დაიცვა 1941 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "თუშური ცხვარი", დაიცვა 1959 წელს. წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.161 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |