The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე კობახიძე

Date of birth:17 May, 1947  (79 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი.

1971–1974წწ. იყო თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი სამედიცინო მიკრობიოლოგიის სპეციალობით; 1974–1985წწ. ამავე ინსტიტუტის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1985–1998წწ. ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის  უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. მუშაობდა სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ასისტენტად. არის 34 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტივობის, არასპეციფიკური დაცვის ფაქტორებზე, ინფექციურ გართულებათა ეტიოლოგიის პრობლემებზე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ექიმი–მიკრობიოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ადამიანის ურო–გენიტალური ტრაქტის მიკროპლაზმები", დაიცვა 1977 წელს მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.159


Share: