The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ კობახიძე

ნუგზარ კობახიძე
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტი 1966 წელს.

1969–1976წწ. მუშაობდა ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1987 წლიდან იყო აღდგენითი ქირურგიის განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელი. არის ავტორი 50–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მუხლისა და მხრის სახსრების პათოლოგიის შესწავლას. ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის აღდგენითი ქირურგიის განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელი. ტრამვატოლოგ-ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2001).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მუხლის სახსრის დაზიანებულ მენისკთა ადრეული და რადიკალური მკურნალობის კლინიკო–მორფოლოგიური დასაბუთება", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.159; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.340

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ტრამვატოლოგ–ორთოპედთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: