The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თორნიკე გეგეშიძე

თორნიკე გეგეშიძე
Date of birth:1877
Date of death:1941  (at 64 years)
Burial location:სოფელი ქვემო დიმი, ბაღდათის რაიონი
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო დიმი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა ხონის სამასწავლებლო სემინარია 1897 წელს და მიიღო სახალხო მასწავლებლის წოდება.

1897 წლიდან შორაპნის მაზრის ორკლასიანი სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, მალე გადაიყვანეს რაჭაში, პატარა ონის ორკლასიან სასწავლებელში; 1898 წელს დაინიშნა სვირის ორკლასიანი სკოლის მასწავლებელ-ზედამხედველად; 1905 წლიდან იყო სოფელ ქვემო დიმის ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებელი; სოფელ ქვემო დიმში მასწავლებლობის დროს მისი ინიციატივით გაიხსნა პირველი სამკითხველო, დაარსდა საკრედიტო ამხანაგობა, აღიძრა საკითხი დიმ-კორითის სარწყავი არხის გაყვანის შესახებ; შემდეგში მასწავლებლობდა ბაღდათის უმაღლეს-დაწყებით სასწავლებლებში, ქუთაისის მეორე და მეხუთე საშუალო სკოლებში; უკანასკნელ ხანს ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას. იყო ადგილობრივი ქართული და რუსული გაზეთების აქტიური კორესპონდენტი, თავის წერილებში უმთავრესად ეხებოდა სასკოლო ცხოვრებას, მცხოვრებთა  მავნე ადათ-ჩვეულებებს, ბიუროკრატ მმართველთა უკანონო მოქმედებასა და სხვ. 

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.529


Share: