შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თორნიკე გეგეშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო დიმი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა ხონის სამასწავლებლო სემინარია 1897 წელს და მიიღო სახალხო მასწავლებლის წოდება. 1897 წლიდან შორაპნის მაზრის ორკლასიანი სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, მალე გადაიყვანეს რაჭაში, პატარა ონის ორკლასიან სასწავლებელში; 1898 წელს დაინიშნა სვირის ორკლასიანი სკოლის მასწავლებელ-ზედამხედველად; 1905 წლიდან იყო სოფელ ქვემო დიმის ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებელი; სოფელ ქვემო დიმში მასწავლებლობის დროს მისი ინიციატივით გაიხსნა პირველი სამკითხველო, დაარსდა საკრედიტო ამხანაგობა, აღიძრა საკითხი დიმ-კორითის სარწყავი არხის გაყვანის შესახებ; შემდეგში მასწავლებლობდა ბაღდათის უმაღლეს-დაწყებით სასწავლებლებში, ქუთაისის მეორე და მეხუთე საშუალო სკოლებში; უკანასკნელ ხანს ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას. იყო ადგილობრივი ქართული და რუსული გაზეთების აქტიური კორესპონდენტი, თავის წერილებში უმთავრესად ეხებოდა სასკოლო ცხოვრებას, მცხოვრებთა მავნე ადათ-ჩვეულებებს, ბიუროკრატ მმართველთა უკანონო მოქმედებასა და სხვ. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.529
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |