The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ანთაძე

Date of birth:25 May, 1905
Date of death:1984  (at 78 years)
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვარძია, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი აგრონომ-ზოოტექნიკოსისი კვალიფიკაციით 1927 წელს.

შრომითი საქმიანობა სტუდენტობის წლებში დაიწყო, 1922-1924წწ. მუშობს პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1924 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1930-1932წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კერძო მეცხოველეობის კათედრის პედაგოგი; 1932 წელს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ჩამოყალიბების შემდეგ კერძო ზოოტექნიკის კათედრის ასისტენტია და მიჰყავს პრაქტიკული მეცადინეობების კურსი ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე მეფრინველეობაში და კერძო მეცხოველეობა-მომშენებლობის საფუძვლები - ვეტერინარულ ფაკულტეტზე; 1937-1946წწ. კერძო მეცხოველეობის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1946-1984წწ. კათედრის დოცენტი და მიჰყავს როგორც სალექციო, ისე პრაქტიკული კურსი მეფრინველეობის საგანში; 1930-1940წწ. პარალელურად შეთავსებით მუშობს საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეფრინველეობის განყოფილებაში აგროტექნიკოსად, ასისტენტად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1935-1940წწ. განყოფილების გამგედ. მისი მეცნიერული მუშობა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა მომშენებლობის და გენეტიკის საკითხებს, ადგილობრივი ფრინველის გენოფონდის შესწავლის პარალელურად ამუშავებს მეფრინველეობის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის და კვერცხის ინკუბაციის საკითხებს, ფრინველთა ჯიშობრივი დარაიონების გეგმას. მის მიერ შედგენილი და გამოცემულია 17 დამხმარე სახელმძღვანელო, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; აქტიურად მონაწილეობდა მეფრინველეობის ქართული ტერმინოლოგიის შემუშავებაში, იყო ქართული ენციკლოპედიის სასოფლო-სამეურნეო სექციის წევრი. სოფლის მეურნების მეცნიერებათა კანდიდატი(1946), ზოოტექნიკოსი.

წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.169

Awards and Honors

  • საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

Bibliography


Share: