Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ტაბლიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი 1939 წელს. 1939 წლიდან იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეჟისორი და მთავარი რეჟისორი, დადგა ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"(მისივე ინსცენირება), ნიკოლოზ პოგოდინის "კრემლის კურანტები", ალექსანდრე ოსტროვსკის "უმზითვო", ლევან გოთუას "დავით აღაშენებელი", იულიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", ალექსანდრე ყაზბეგის "მოძღვარი"(მისივე ინსცენირება), ვალერიან კანდელაკის "მაია წყნეთელი"; 1956–1965წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავრი რეჟისორი; დადგა ზ. ფალიაშვლის "დაისი", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", ვერდის "ტრუბადური", მისი სპექტაკლები გამოირჩეოდა მასშტაბურობით; 1967 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; გადაღებული აქვს ფილმები, მათ შორისაა მუსიკალური – "ქეთო და კოტე"(1948, რეჟისორ შ. გედევანიშვილთან ერთად), "დიდოსტატის მარჯვენა"(1970-1971, 2 სერიად, რეჟისორ დევი აბაშიძესთან ერთად ), "ლევან ხიდაშელი"(1973). წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 263; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.163 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |