| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ კოვზირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1965 წელს. 1965–1966წწ. იყო ხარაგაულის რაიონის სოფელ მარელისის საუბნო საავადმყოფოს ქირურგ–ორდინატორი; 1976–1971წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების ქირურგ–ორდინატორი, 1971–1976წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერატიული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის თანამშრომელი, 1976–1992წწ. ფტიზიო–პულმონოლოგიის კათედრის თანამშრომელი. 1992 წლიდან არის ონკოლოგიის კათედრის თანამშრომელი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პულმონოლოგ–ონკოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მარცხენამხრივი პულმონოქტომია აორტის მობილიზაციის გამოყენებით", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.161
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

