შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე გიუნაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია 1894 წელს. დაინიშნა მასწავლებლად ჭიათურის რაიონის სოფელ პერევისის სკოლაში. 1901 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იგი მასწავლებლად მიიწვია სოფელ წინარეხის სკოლაში. მისი ხელმძღვანელობით ასობით და ათასობით ბავშვმა ისწავლა წერა-კითხვა და გზა გაიკაფა ცხოვრებაში, ამავე დროს, გლეხობის ნამდვილი მოამაგე იყო, გულწრფელად იზიარებდა მათ ჭირსა და ლხინს და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. მასწავლებლობის გარდა სალიტერატურო და მთრგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა, ათავსებდა სტატიებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, ეხებოდა მაშინდელი სოფლის მრავალ საჭირბოროტო საკითხს. წყარო:განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |