The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ კოპაძე

თეიმურაზ კოპაძე
Date of birth:9 August, 1953  (71 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა უკრაინის ქალაქ ჩერნოვცის სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო საქმე 1974 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი - 1977 წელს.

1977–1978წწ. - თბილისის ორთოპედიულ–ტრამვატოლოგიური საავადმყოფო; 1978–1982წწ. - სურამის ტრამვატოლოგიური საავადმყოფო; 1982-2012წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის განყოფილება;  1994 წლიდან - თბილისის სამედიცინო აკადემიის სისხლძარღვთა და გადაუდებელი ქირურგიის კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;  2003 წლიდან პ. შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია, კითხულობს ლექციების კურსს სისხლძარღვთა ქირურგიაში; 2012 წლიდან შპს  გადაუდებელი ქირურგიისა და ტრამვატოლოგიის ცენტრი, გადაუდებელი სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის 28 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი კვლევის თემა: რეგიონული სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობა მტევნის მწვავე შერწყმული ტრამვის კომპლექსური აღდგენითი მკურნალობის დროს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თორაკოდორსალური ნაფლეთის გამოყენება რეკონსტრუქციულ პლასტიკურ ქირურგიაში", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რეგიონალური სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობა მტევნის მწვავე შერწყმული ტრამვის კომპლექსური აღდგენითი მკურნალობის დროს", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.161; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.341; vidal.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.66

Member of Organizations

  • პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიური ქირურგიის ასოციაცია, გამგეობის წევრი (2001-)
  • საქართველოს ანგიოლოგების და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაცია, გამგეობის წევრი (1998-)
  • საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საფაკულტეტშორისო სამეცნიერო საბჭო, ს წევრი (2001-2004)

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის

Share: