The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ კორინთელი

რევაზ კორინთელი
Date of birth:18 July, 1951  (73 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-1977წწ. - ინტერნატურა ფსიქიატრიაში ქ. თბილისის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში; 1978-1982წწ. - აჭარის რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო, ექიმი-ფსიქიატრი და საქართველოს საზღვაო სანაოსნოში – გემის ექიმი; 1982-2001წწ. - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტი - უმცროსი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი ნევროზების განყოფილებაში; 1986 წელს - მივლინებული იყო მოსკოვში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფსიქოთერაპიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრაზე, ფსიქოთერაპიის კურსის გასავლელად; 1993, 1995-1996წწ. - სწავლობდა იუნგის ფსიქოანალიზს ქ. ციურიხში, კ.გ. იუნგის ინსტიტუტში; 2002 წელს - სტაჟირება  ქპარიზში ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდისეული კვლევის ასოციაციაში – ანალიტიკური სივრცე –Association de Formation Psychoanalytique et de Recherches Freudiennes L’Espace Analytic, სადაც ეზიარა ფსიქოანალიზის ფრანგულ სკოლას; 2001 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. არის ავტორი სამეცნიერო ნაშრომებისა,  რომლებიც ეხება ნევროზების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ფსიქოთერაპიას. ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დეპრესიულ მდგომარეობათა ჯგუფური ფსიქოთერაპია ნევროზების კლინიკაში", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სინთეზურ-ჰერმენევტიკული დინამიკური ჯგუფური ფსიქოთერაპია მოსაზღვრე მდგომარეობათა კლინიკაში სტაციონარის და ამბულატორიის პირობებში", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.162; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.342; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: iliauni.edu.ge

Member of Organizations

  • ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპია, ნამდვილი წევრი (2005-)
  • საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია, ნამდვილი წევრია
  • სამხედრო–სამედიცინო აკადემია, წევრ–კორესპონდენტი
  • საქართველოს ანალიტიკური ფიქოლოგიისა და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია, პრეზიდენტი (2002-)
  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაცია, თანაპრეზიდენტი (1992-)
  • წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის გამგეობა, წევრი (1993-)

Share: