შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ კორინთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1977წწ. - ინტერნატურა ფსიქიატრიაში ქ. თბილისის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში; 1978-1982წწ. - აჭარის რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო, ექიმი-ფსიქიატრი და საქართველოს საზღვაო სანაოსნოში – გემის ექიმი; 1982-2001წწ. - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტი - უმცროსი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი ნევროზების განყოფილებაში; 1986 წელს - მივლინებული იყო მოსკოვში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფსიქოთერაპიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრაზე, ფსიქოთერაპიის კურსის გასავლელად; 1993, 1995-1996წწ. - სწავლობდა იუნგის ფსიქოანალიზს ქ. ციურიხში, კ.გ. იუნგის ინსტიტუტში; 2002 წელს - სტაჟირება ქ. პარიზში ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდისეული კვლევის ასოციაციაში – ანალიტიკური სივრცე –Association de Formation Psychoanalytique et de Recherches Freudiennes L’Espace Analytic, სადაც ეზიარა ფსიქოანალიზის ფრანგულ სკოლას; 2001 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. არის ავტორი სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება ნევროზების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ფსიქოთერაპიას. ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დეპრესიულ მდგომარეობათა ჯგუფური ფსიქოთერაპია ნევროზების კლინიკაში", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სინთეზურ-ჰერმენევტიკული დინამიკური ჯგუფური ფსიქოთერაპია მოსაზღვრე მდგომარეობათა კლინიკაში სტაციონარის და ამბულატორიის პირობებში", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.162; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.342; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: iliauni.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |