Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ დიასამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საქაშეთი, გორის რაიონი. სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1888 წლიდან. 1892 წელს დაბრუნდა საქართველოში; გახდა ნაფიცი მსაჯული; 1894-1895წწ. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში; 1911-1915წწ. რედაქტორობდა და გამოსცემდა საკუთარ ყოველკვირეულ გაზეთს "თემი" ა. წერეთლის თანამშრომლობითა და მონაწილეობით; 1917-1918წწ. რედაქტორობდა რუსულ გაზეთ "რესპუბლიკას"; 1920 წელს დაიწყო ყოველთვიური კულტურულ–პოლიტიკური დასურათებული ჟურნალის "ბრატსტვოს" ("ძმობა") გამოცემა; 1902-1904წწ. დაარსა საკრედიტო ამხანაგობანი სოფლებში: ჭრებალოში, საქაშეთსა და ალში, ხოლო 1915 წელს თბილიში – შემნახველი სალარო და მებაღეობა–მევენახეობის ამხანაგობა "ალექსანდროული"; თბილისში მას ეკუთვნოდა პირველი ელექტროსაბეჭდი "გუტენბერგი"; 1921 წელს ქალიშვილთან ერთად წავიდა ემიგრაციაში; დასახლდა ბერლინში, სადაც დაარსა საგამომცემლო საზოგადოება "ნაერ ოსტენი" ("ახლო აღმოსავლეთი") გერმანულ ენაზე; 1922 წელს რედაქტორობდა ყოველთვიურ გერმანულ ჟურნალ "მორგენლანდს"; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "კავკასიაში", რომელიც ქართულ და რუსულ ენებზე გამოდიოდა; 1952 წელს იგი ნიუ–იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მიუხედავად ხანდაზმულობისა არ შეუწყვეტია ლიტერატურული საქმიანობა; ბეჭდავდა საყურადღებო წერილებსა და მოგონებებს იქაურ ქართულ პრესაში ("ჩვენი გზა", "კრებული"); საზოგადო მოღვაწე. ნიკოლოზ დიასამიძის შვილი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.402; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.866
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |