The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ დიასამიძე

გრიგოლ დიასამიძე
Other name:გრ. დ-ძე  (Pseudonym)
გრ. დ.  (Pseudonym)
Date of birth:25 January, 1870
Date of death:14 March, 1960  (at 90 years)
Burial location:ნიუ–იორკის მართმადიდებელი ეკლესიის ეზო
Category:Lawyer, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საქაშეთი, გორის რაიონი.

სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1888 წლიდან.

1892 წელს დაბრუნდა საქართველოში; გახდა ნაფიცი მსაჯული; 1894-1895წწ. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში; 1911-1915წწ. რედაქტორობდა და გამოსცემდა საკუთარ ყოველკვირეულ გაზეთს "თემი" ა. წერეთლის თანამშრომლობითა და მონაწილეობით; 1917-1918წწ. რედაქტორობდა რუსულ გაზეთ "რესპუბლიკას"; 1920 წელს დაიწყო ყოველთვიური კულტურულ–პოლიტიკური დასურათებული ჟურნალის "ბრატსტვოს" ("ძმობა") გამოცემა; 1902-1904წწ. დაარსა საკრედიტო ამხანაგობანი სოფლებში: ჭრებალოში, საქაშეთსა და ალში, ხოლო 1915 წელს თბილიში – შემნახველი სალარო და მებაღეობა–მევენახეობის ამხანაგობა "ალექსანდროული"; თბილისში მას ეკუთვნოდა პირველი ელექტროსაბეჭდი "გუტენბერგი"; 1921 წელს ქალიშვილთან ერთად წავიდა ემიგრაციაში; დასახლდა ბერლინში, სადაც დაარსა საგამომცემლო საზოგადოება "ნაერ ოსტენი" ("ახლო აღმოსავლეთი") გერმანულ ენაზე; 1922 წელს რედაქტორობდა ყოველთვიურ გერმანულ ჟურნალ "მორგენლანდს"; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "კავკასიაში", რომელიც ქართულ და რუსულ ენებზე გამოდიოდა; 1952 წელს იგი ნიუ–იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მიუხედავად ხანდაზმულობისა არ შეუწყვეტია ლიტერატურული საქმიანობა; ბეჭდავდა საყურადღებო წერილებსა და მოგონებებს იქაურ ქართულ პრესაში ("ჩვენი გზა", "კრებული"); საზოგადო მოღვაწე. ნიკოლოზ დიასამიძის შვილი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.402; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.866   


Share: