Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ დიდებულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1938-1940წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის პროპედევტიკული თერაპიის კათედრის გამგე; 1940-1945წწ. ამავე ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე; 1945 წლიდან განაგებდა სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას; 1943-1947წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრას; 1947-1950წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებას; 1923 წელს სტუდენტობის პერიოდში ნ. მახვილაძესთან ერთად აღმოაჩნა და შეისწავლა ანკილოსტომიდოზი საქართველოში; შეისწავლა და აღწერა ბორჯომის მინერალური წყლების გავლენა თორმეტგოჯა ნაწლავის სეკრეციაზე, შემაერთებელი ქსოვილის როლი წყლის ცვლის პროცესში, კანქვეშა ქსოვილში შეყვანილი ნივთიერებების შეწოვის საკითხი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1945). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.410
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |