The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ დიდებულიძე

გრიგოლ დიდებულიძე
Date of birth:25 April, 1898
Date of death:9 September, 1954  (at 56 years)
Burial location:თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი იგოეთი, კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს.

1919 წელს ჩააბარა ვარშავის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, მაგრამ გადავიდა თსუ-ში; 1938-1940წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის პროპედევტიკული თერაპიის კათედრის გამგე; 1940-1945წწ. ამავე ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე; 1945 წლიდან განაგებდა სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას; 1943-1947წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის გამგეა; 1947-1950წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებას; 1923 წელს სტუდენტობის პერიოდში ნ. მახვილაძესთან ერთად აღმოაჩინა და შეისწავლა მუცლის პარაზიტი ანკილოსტომიდოზი საქართველოში; შეისწავლა და აღწერა ბორჯომის მინერალური წყლების გავლენა თორმეტგოჯა ნაწლავის სეკრეციაზე, შემაერთებელი ქსოვილის როლი წყლის ცვლის პროცესში, კანქვეშა ქსოვილში შეყვანილი ნივთიერებების შეწოვის საკითხი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1945).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.410; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.282


Share: