Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა ტუღუში![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1954 წელს. 1955 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(კოლორატურული სოპრანო); მის მიერ შესრულებული პარტიებია: მარო, მარიხი(ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ქეთო(ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), მარგალიტა(ო. თაქთაქიშვილის "პირველი სიყვარული"), ლიუდმილა(გლინკას "რუსლან და ლიუდმილა"), ლუჩია, ნორინა(დონიცეტის "ლუჩია დი ლამერური", "დონ პასკუალე"), ჯილდა, ვიოლეტა(ვერდის "რიგოლეტო", "ტრავიატა"), როზინა(როსინის "სევილიელი დალაქი"); მას მრავალჯერ უმღერია სსრკ მოსკოვის დიდი თეატრის სცენზე; გამოდიოდა სოლო კონცერტებით, გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ; 1975 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი იყო. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 271 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |