Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი პაპავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და შევიდა იურიევის (დერპტის) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. აქედან გადავიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა. საქართველოს ქალაქებსა და დაბებში კითხულობდა ლექციებს ქართულ ლიტერატურაზე; თვალსაჩინო ლიტერატურულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა; მისი პირველი წერილები 1910-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართული პრესის ფურცლებზე, ქართულ პერიოდულ გამოცემებში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული თეატრის წინაშე; 1914 წელს იგი აირჩიეს სრულიად საქართველოს სათეატრო მოღვაწეთა პირველი ყრილობის დელეგატად; ქართველ მწერალთა საერთო ყრილობამ მწერალთა კავშირის მეორე თავჯდომარედ დანიშნა; პირველი მსოფლიო ომის წლეში სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რევოლუციის დასაწყისისას იგი კავკასიის ფრონტზე იმყოფებოდა; რევოლუციის შემდეგ საქართველოში ბრუნდება და სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს: არის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, შემდეგ ქალაქის გამგეობისა და ამავე დროს საქართველოს პარლამენტის წევრიც; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კვლავ ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირის განყოფილებას და რედაქტორობდა ორკვირეულ სახელოვნო -საინფორმაციო ჟურნალ "ხელოვნებას". დიდი ღვაწლი მიუძღვის უცხოეთში მოხევრილ ძველი ქართული კულტურის შეძენისა და დაცვის საქმეში, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თამარ და აკაკი პაპავების ღვაწლი ჩვენი ეროვნული სიწმინდის – თბილისის სიონის ტრაპეზის ძველი ნაქარგი გადასაფარებლის გადარჩენა-შენახვაში. ისტორიული რელიკვია რეზო თაბუკაშვილის ხელით გადმოსცეს საქართველოს და დღეს ხელოვნების მუზეუმში ინახება. წყარო: burusi.wordpress.com Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |