The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი პაპავა

აკაკი პაპავა
დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:27 ივლისი, 1964  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და შევიდა იურიევის (დერპტის) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. აქედან გადავიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა.

საქართველოს ქალაქებსა და დაბებში კითხულობდა ლექციებს ქართულ ლიტერატურაზე; თვალსაჩინო ლიტერატურულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა; მისი პირველი წერილები 1910-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართული პრესის ფურცლებზე, ქართულ პერიოდულ გამოცემებში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული თეატრის წინაშე; 1914 წელს იგი აირჩიეს სრულიად საქართველოს სათეატრო მოღვაწეთა პირველი ყრილობის დელეგატად; ქართველ მწერალთა საერთო ყრილობამ მწერალთა კავშირის მეორე თავჯდომარედ დანიშნა; პირველი მსოფლიო ომის წლეში სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რევოლუციის დასაწყისისას იგი კავკასიის ფრონტზე იმყოფებოდა; რევოლუციის შემდეგ საქართველოში ბრუნდება და სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს: არის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, შემდეგ ქალაქის გამგეობისა და ამავე დროს საქართველოს პარლამენტის წევრიც; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კვლავ ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირის განყოფილებას და რედაქტორობდა ორკვირეულ სახელოვნო -საინფორმაციო ჟურნალ "ხელოვნებას". დიდი ღვაწლი მიუძღვის უცხოეთში მოხევრილ ძველი ქართული კულტურის შეძენისა და დაცვის საქმეში, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თამარ და აკაკი პაპავების ღვაწლი ჩვენი ეროვნული სიწმინდის – თბილისის სიონის ტრაპეზის ძველი ნაქარგი გადასაფარებლის გადარჩენა-შენახვაში. ისტორიული რელიკვია რეზო თაბუკაშვილის ხელით გადმოსცეს საქართველოს და დღეს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

წყარო: burusi.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: