Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ფალიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1943 წელს(სადირიჟორო). 1941–1943წწ. დირიჟორობდა მოსკოვში, საკავშირო რადიოს დიდ სიმფონიურ ორკესტრს; 1944–1967წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1968–1973წწ. მთავარი დირიჟორი; მართავდა გასტროლებს უცხოეთის ქვეყნებში; განსაკუთრებით მოწონება დაიმსახურა მან როგორც შესანიშნავმა დირიჟორმა, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულმა ხელოვანმა, მსოფლიო მუსიკალური კლასიკის ორიგინალურმა ინტერპრეტატორმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, საფრანგეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ეგვიპტეში გასტროლების დროს; მის რეპერტუარში შედიოდა ქართველ, რუს და უცხოელ კომპოზიტორთა 70–ზე მეტი ოპერა და ბალეტი; ზ. ფალიაშვილის ოპერები: "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა", რ. გაბიჩვაძის ბალეტი "ჰამლეტი" და "მედეა", პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი", ჯ. ვერდის "აიდა", პუჩინის "ტოსკა", ბიზეს "კარმენი"; დირიჟორობდა სიმფონიურ ორკესტრებს; მისივე დირიჟორობით გრამფირფიტაზე ჩაწერეს ზ. ფალიაშვილის ოპერა "დაისი", ვ. გოკიელის "წითელქუდა", ს. ცინცაძის ბალეტი "ცისფერი მთის საუნჯე"; მისი შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული კულტურით; 1944 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1961 წლიდან პროფესორი, საგუნდო-სადირიჟორო კათედრის გამგე; გარდაიცვალა კონსტერვატორიაში, საქართველოს საგუნდო მუსიკის საიუბილეო ზეიმზე თავისი თაყვანისმცემლებისა და კოლეგების თვალწინ, როცა დირიჟორმა დაასრულა "აბიო მეფის" ბოლო აკორდები; საზოგადო მოღვაწე. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 274 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |