Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივა კუზანოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1976–1978წწ. იყო თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1973–1993წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ტოპ. ანატომიის და ოპ. ქირურგიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, კათედრის გამგე; 1994 წლიდან თბილისის დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეკონსტრუქციულ – აღდგენითი მიკროქირურგიის კათედრის გამგე. არის 85 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საქართველოში პირველმა მოახდინა მტევნის რეპლანტაცია, ჩაატარა პირველი ტრანსსექსუალური ოპერაცია სქესის შეცვლის მიზნით. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თბილისის დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეკონსტრუქციულ – აღდგენითი მიკროქირურგიის კათედრის გამგე. 1994–2005წწ. შპს "კარაპს მედლაინის", ხოლო 2005–2007წწ. შპს "ჯი, აი, ენ, ენ-ის" კლინიკას; 2007 წლიდან არის "ესტა კუზანოვ კლინიკის" დამფუძნებელი და პლასტიკური ქირურგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "თირკმელების იზოტრანსპლანტაცია ექსპერიმენტში მიკროქირურგიის ტექნიკის გამოყენებით", დაიცვა 1977 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ზემო კიდურების დაზიანებების მიკროქირურგია", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.164; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.234; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.220-221 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |