შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო კუპატაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1984 წელს. 1984–1986წწ. ორდინატურის გასავლელად მივლინებული იყო ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში; 1990 წლიდან არის ქირურგიის ინსტიტუტის კარდიოქირურგიული განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. არის 10 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ეხება ვოლფ–პარკინსონ–უაიტის სინდრომით დაავადებულთა მიოკარდიუმის ფუნქციურ მდგომარეობას დამატებითი კონის ეპიკარდიული ელექტროიმპულსური დესტრუქციის შემდგომ შორეულ პერიოდში. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. კარდიოქირურგიული განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ვოლფ–პარკინსონ–უაიტის სინდრომის დროს დამატებითი წინაგულოვან–პარკუჭოვანი კონის ელექტროიმპულსური დესტრუქციის ახალი ოპერაციის რეზულტატების კლინიკო–ფუნქციონალური შეფასება", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.164
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |