შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაXV საუკუნის სახელმწიფო მოღვაწე; ალექსანდრე I დიდის (1412–1442) ძე; იგი გარკვეული პერიოდი ქართლის გაღმა მხარეში ("წყალს–იქით" – სათარხნო, საჯავახიანო, საციციანო) "მეფის" ტიტულით მოღვაწეობდა; ქართლის ამ ნაწილში მართვის უფლებამოსილება დიმიტრი ბატონიშვილმა მამის სიცოცხლეშივე მოიპოვა – "წყლის იქით" მისი საუფლისწულო მამული იყო; ალექსანდრე I დიდის გარდაცვალების შემდეგ მისმა ძმამ, საქართველოს მეფე ვახტანგ IV–მ (1442-1446), ცნო არსებული ვითარება; დიმიტრის ბატონიშვილობა "პროვინციის მეფობაში გადაიზარდა"; 1433 წელს ალექსანდრე I–მა დიმიტრი ბატონიშვილი "დიდი ძღუენით" წარგზავნა შემოსული დამპყრობლის "შარუხის" (შაჰრუხის) კარზე მშვიდობის დამყარების მიზნით ზავის დასადებად; დიმიტრი ბატონიშვილმა ეს მისია წარმატებით შეასრულა; არაერთ ისტორიულ დოკუმენტში დიმიტრი ბატონიშვილი "მეფედ" არის მოხსენიებული ან თავად ამტკიცებს დოკუმენტებს ამ ტიტულით; ასევე იხსენიება დიმიტრი ბატონიშვილი გარდაცვალების შემდეგაც; კათოლიკოს ნიკოლოზ ამილახვრის (XVII ს.) გუჯარით ალესანდრე I–ის ვაჟს, გიორგი VIII–ს "წყალს–იქით მამული დიდი ნაქონი დიმიტრი ბაგრატიონისა" სამთავისის ეკლესიისათვის შეუწირავს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.433
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |