Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვეტა ლაზარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1981–1985წწ. სწავლობდა ასპირანტურაში–მოსკოვის ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1977–1983წწ. იყო რესპუბლიკის ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ფსიქიატრი, 1986–1993წწ. მ. ასათიანის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ფსიქიატრიის ინსტიტუტის სასამართლო ფსიქიატრიის განყოფილების უფროსი, 1990–1995წწ. სოციალურ–ფსიქოლოგიური დახმარების განყოფილების გამგე. 1992 წლიდან არის კრიზისული სოციალურ–ფსიქიატრიული დახმარების ცენტრის დირექტორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თვითმკვლელობას, ნორმასა და პათოლოგიას ფსიქიატრიაში, სტრესსა და სიტუაციურ რეაქციებს, ფსიქოლოგიურ კრიზისს, ფსიქო–სოციალურ დევიაციებს, რეაბილიტაციასა და პრევენციას. არის დისერტანტთა ხელმძღვანელი. ხელმძღვანელობს აგრეთვე სამეცნიერო–პრაქტიკულ ცენტრ "ნდობას". ატარებს ტრენინგებს, ლექციებს თბილისსა და რეგიონებში. მან პირველმა დააფუძნა საქართველოში ფსიქოსოციალური და კრიზისული დახმარების სტრუქტურები. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "პრაქტიკულად ჯანმრთელ პირთა და ფსიქოპათიურ პიროვნებათა განმეორებითი სუიციდური ქცევების ანალიზი", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.167 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |