The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ყვარელაშვილი

მიხეილ ყვარელაშვილი
Date of birth:31 March, 1906
Date of death:28 May, 1984  (at 78 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1932 წელს.

1932–1959წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ლამაზი ტემბრის ხმის(ლირიული ტენორი), შესანიშნავი სცენური მონაცემების მეოხებით შექმნა დასამახსოვრებელი სახეები ქართულ და უცხოურ ოპერებში; ეწეოდა ნაყოფიერ საკონცერტო მოღვაწეობას; 1937 წელს მას წარმატება მოუტანა მოსკოვში ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე გამოსვლამ, აქ წარმოდგენილ სამ ოპერაში მიიღო მონაწილეობა(ზ. ფალიაშვილის "დაისი", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"); 1957 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში; გადაღებულია კინოფილმებში: "აკაკის აკვანი", "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე"(ვ. პიპინაშვილის), აგრეთვე ფილმში "ეთერის სიმღერა"(რეჟ. ს. დოლიძე), დოკუმენტურ ფილმში "აკაკი წერეთელი", ყველა ამ ფილმში შეასრულა აკაკი წერეთლის როლი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 307

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: