The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუნუ ლაითაძე

დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963–1967წწ. მუშაობდა ტყვარჩელში, 1967–1992წწ. ნევროლოგიის ინსტიტუტში; 1992 წლიდან დიაგნოსტიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი.  არის 54 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ნევროლოგიური ელექტროდიაგტნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ელექტროენცეფალოგრაფიული და პნევმოენცეფალოგრაფიული მონაცემები ეპილეფსიის სხვადასხვა სახის დროს", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.167


გააზიარე: