შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუნუ ლაითაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963–1967წწ. მუშაობდა ტყვარჩელში, 1967–1992წწ. ნევროლოგიის ინსტიტუტში; 1992 წლიდან დიაგნოსტიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. არის 54 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ნევროლოგიური ელექტროდიაგტნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ელექტროენცეფალოგრაფიული და პნევმოენცეფალოგრაფიული მონაცემები ეპილეფსიის სხვადასხვა სახის დროს", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.167
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |