შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი (მიტროპოლიტი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საქობო, სიღნაღის რაიონი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში 1888-1896წწ. 1896-1898წწ. მსახურობდა მართმადიდებლური აღმსარებლობის უწყებათა სკოლების მასწავლებლად; 1898 წელს ხელდასმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა სოფელ საქობოს ეკლესიის წინამძღვრად; პარალელურად ასრულებდა სიღნაღის ეპარქიული სასწავლებლის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას; 1912 წელს გადაიყვანეს თბილისის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად და აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში; 1952 წელს აღიკვეცა ბერად; ამავე წელს ხელდასმულ იქნა ნინოწმინდის ეპისკოპოსად და კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1958 წლიდან ბოდბისა და ალავერდის მიტროპოლიტი გახდა; მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კათოლიკოს–პატრიარქის მელქისედეკ III–ის წერილობითი განკარგულება საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის მოსაყდრედ ურბნელი მიტროპოლიტის დავითის(დევდარიანი) გამოცხადების შესახებ, დავით მიტროპოლიტმა მელქისედეკ III–ის გარდაცვალების შემგედ წმინდა სინოდის სხდომაზე კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ ბათუმ–შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ეფრემის (სიდამონიძე) კანდიდატურა წამოაყენა, რასაც მხარი დაუჭირა სინოდის წევრთა უმრავლესობამ; დავით მიტროპოლიტს ეკუთვნის ისტორიული ჟანრის მოთხრობები, ნოველები, ქადაგებები, რომელთა უმრავლესობა დაცულია ი. გრიშაშვილის არქივსა და გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში; მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.434
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |