Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინა ლაშხაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენის ფაკულტეტი 1974 წელს. 1974 წელს იყო ქარელის სანეპისადგურის ექიმი–ეპიდემიოლოგი; 1978 წელს თბილისის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992–1996წწ. წყლის ჰიგიენისა და წყალსატევების სანიტარული დაცვის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1994 წლიდან არის ამავე ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1995 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი, წამყვანი სპეციალისტი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება წყლის გამტკნარების ჰიგიენურ პრობლემებს, სასმელი წყლისა და წყალსატევების სანიტარულ დაცვას. სანიტარული ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღრუ აცეტატცელულოზური ბოჭკოების და ეპოქსიდური შენაერთების საფუძველზე დამზადებული უკუოსმოსის მეთოდით მომუშავე წყლის გამამტკნარებელი აპარატების ჰიგიენური შეფასება", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.168 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |