The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე დიღმელოვი

ალექსანდრე დიღმელოვი
Legal name:ალექსანდრე დიღმელაშვილი
Date of birth:22 October, 1884
Date of death:31 March, 1957  (at 72 years)
Category:Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოპორტი, დუშეთის რაიონი.

1899-1900წწ. მამის ფოტოატელიეში მუშაობდა ლაბორანტად და რეტუშორად; 1910 წლიდან დამოუკიდებლად დაიწყო კინოსიუჟეტებისა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღება, მათ შორის იყო: "ვასილიევის, უტოჩკინისა და ქებურიას გაფრენა", "მცხეთობა", "ბორჯომის მინერალური წყალი", "თბილისის ბოტანიკური ბაღი", "ქართული ჭიდაობა", "ყარაჩოღელთა ქეიფი მცურავ ტივებზე"; მისივე გადაღებულია პირველი ქართული მხატვრული ფილმი "ქრისტინე"(1916-1918, რეჟ. ა. წუწუნავა); აგრეთვე რეჟისორ ვ. ბარსკის მხატვრული ფილმები – "თავმოკვეთილი გვამი"(1919), "ცეცხლთაყვანისმცემლები"(1920); აქტიურად მონაწილეობდა კინემატოგრაფიულ საქმიანობაში; იყო "სახკინმრეწვის" წამყვანი ოპერატორი; მისი საუკეთესო ფილმებია: "არსენა ჯორჯიაშვილი"(1921), "წითელი ეშმაკუნები"(1923), "სამი სიცოცხე"(1924), "ჯანყი გურიაში"(1928), "უკანასკნელი ჯვაროსნები"(1934), "არსენა"(1937), "გიორგი სააკაძე"(1942-1943); "ქეთო და კოტე"(1948), "ქაჯეთი"(1936); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ქართული საოპერატორო სკოლის ერთ–ერთ ფუძემდებელი, კინოოპერატორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.452; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1946 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ფილმ "გიორგი სააკაძის" გადაღებაში მონაწილეობისათვის
  • 1945 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: