Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამ ვარდოსანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზიის სრული კურსი 1883 წელს, შემდეგ დამატებითი მერვე კლასი 1884 წელს და მიიღო მასწავლებლის ხარისხი. 1884-1886წწ. ქუთაისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მასწავლებელი; 1986 წელს სკოლა სამრევლო სკოლად გადაკეთდა და იგი აქ 1894 წლამდე მუშაობდა; 1894-1904წწ. იმერეთის საეპარქიო ქალთა სასწავლებელი; 1904-1906წწ. ქუთაისის ქალაქის ერთკლასიანი სკოლის გამგე-მასწავლებელი; 1906-1919წწ. ქუთაისის საეპარქიო ქალთა სასწავლებლის გამგე; 1919-1921წწ. ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის უფროსი; 1921-1923წწ. ქუთაისის მე-12 შრომის სკოლის გამგე; 1923-1928წწ. ქუთაისის პირველი ოთხწლიანი სრომის სკოლის გამგე. იგი მოსწავლეებს მეცნიერების საფუძვლებს აყვარებდა და მათ სამშობლოსა და მშობლიური ენის სიყვარულს უნერგავდა. ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, სხვა მუშაკებთან ერად შეუდგა საკვირაო სკოლების ორგანიზაციის საქმეს. 1891-1914წწ. იყო ქუთაისის პირველი საკვირაო სკოლის შეუცვლელი გამგე. სკოლის სასარგებლოდ სისტემატურად მართავდა საღამო-კონცერტებს, წარმოდგენებს, კერძო პირებისგან აგროვებდა შემოწირულობებს და ასეთი საშუალებებით საკვირაო სკოლას არსებობისთვის საჭირო პირობებს უქმნიდა. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.145 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |