The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დალი ლეჟავა

Date of birth:4 November, 1939  (84 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1965 წელს.

1966–1988წწ. იყო თბილისის ბავშვთა I საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი, 1987–1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1988 წლიდან ხელმძღვანელობს ბავშვთა I საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებას, 1994 წლიდან თბილისის საერო სამედიცინო ინსტიტუტის, 1997 წლიდან–ეგნატე ფიფიას სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგეა. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომისა შედარებითი ფიზიოლოგიის, ბავშვთა ქირურგიის, ზოგადი პედიატრიის, კარდიორევმატოლოგიის, ალერგოლოგია–იმუნოლოგიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია–"სტაფილოკოკური ინფექცია ახალშობილ და ჩვილ ბავშვთა ასაკში"(თანაავტორი პროფესორი მ. მჭედლიშვილი, 1979). ეწეოდა სარედაქციო საქმიანობას სამედიცინო ლიტერატურის გამოსაცემად, იყო სამედიცინო–პოპულარული ჟურნალ "იავნანას" პასუხისმგებელი მდივანი. პედიატრი, უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რევმატიზმის ეპიდემიოლოგიის, თანამედროვე კლინიკური მიმდინარეობისა და დიაგნოსტიკის თავისებურებანი ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1986 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.169

Member of Organizations

  • საქართველოს ბავშვთა ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს პედიატრიული საზოგადოება, წევრი

Bibliography


Share: