Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ლობჟანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1974წწ. იყო გორის მოზრდილთა პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი; 1974–1975წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკის ორდინატორი; 1975–1981წწ. ამავე ინსტიტუტის თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1981–1986წწ. თერაპია–პულმონოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1986-2004წწ. სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი; 2004-2006წწ. სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შინაგან სნეულებათა კათედრის პროფესორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის შინაგან მედიცინაში პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამების ხელმძღვანელი. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეძღვნება პულმონოლოგიის, კარდიოლოგიის და დიაბეტოლოგიის აქტუალურ საკითხებს, მათშორის 2 მეთოდური რეკომებდაცია, 4 წიგნი და 2 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი სადისერტაციო ნაშრომი აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტრიბუსპონინის და ტრივიპირინის ანტიათეროსკლეროზული მოქმედების შედარებითი ექსპერიმენტულ–კლინიკური შესწავლა", დაიცვა 1980 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიაბეტური პულმოპათიის კლინიკური და მორფოლოგიური საფუძვლები", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.170 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |