Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ლოლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს. 1972–1974წწ. მუშაობდა სიღნაღის რაიონულ საავადმყოფოში; 1974–1980წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი, 1980–1986წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1986 წლიდან მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პერიოდში სისხლის რეოლოგიურ და ერითროციტების მორფოლოგიურ დარღვევებს. ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის კარდიოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სისხლის მიკრორეოლოგიური თვისებები და ერითროციტების მორფოფუნქციური მდგომარეობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს და მათზე ზოგიერთი პრეპარატების ზემოქმედება", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.170 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |