The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ლომაშვილი

Date of birth:31 January, 1954  (71 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1978–1979წწ. ინტერნატურა გაიარა ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების ბაზაზე, 1979–1984წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, 1984–1989წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1989 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომისა ეპილეფტოლოგიის პრობლემებზე. თანაავტორებთან–თ. გელაძე, ო. თოიძესთან ერთად რუსულ ენაზე გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ბავშვთა კეთილთვისებიანი ეპილეფსიის კლინიკა და მკურნალობა"("საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1986 წელი). ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ბავშვთა კეთილთვისებიანი ეპილეფსიის კლინიკო–ელექტროენცეფალოგრაფიული ანალიზი", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.171

Member of Organizations

  • ევროპის ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგა, წევრი
  • საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოება , წევრი

Share: