The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ შავიშვილი

მიხეილ შავიშვილი
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:17 ივნისი, 1999  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ოზურგეთი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭანიეთი, ოზურგეთის რაიონი.

სწავლობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

სიმღერასა და ლოტბარის ხელოვნებას ეუფლებოდა ჯერ არტემ ერქომაიშვილთან, შემდეგ ვ. სიმონიშვილთან, 1936-1937წწ. მღეროდა სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდში; სწავლის პერიოდში გახდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი-მოკრიმანჭულე, ანსამბლის ლოტბარი არტემ ერქომაიშვილი იყო; 1957 წელს ოზურგეთის კულტურის სახლთან დააარსა ანსამბლი "შვიდკაცა", ანსამბლთან ერთად კონცერტებს მართავდა სსრკ–ის ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში; "შვიდკაცას" პარალელურად ის ხელმძღვანელობდა სოფელ ქაქუთის გუნდს; მან შეკრიბა და აღადგინა მრავალი ქართული ხალხური სიმღერა; 1974 წლიდან ხელმძღვანელობდა ბავშვთა ანსამბლ "კრიმანჭულს", რომელიც თავად დააარსა; ამან დასაბამი მისცა რაიონებში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების შექმნას; იყო გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 308; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.284

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1983 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: