Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია ლომინაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის პიროგოვის სახელობის II სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956–1958წწ. მუშაობდა ჩელიაბინსკი–70, რუსეთის ფედერაციის ბირთვულ ინსტიტუტში(ბირთვული იარაღის დამუშავების ცენტრი, სამედიცინო–სანიტარული ნაწილი №15); 1960 წლიდან იყო პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1968 წლიდან ფუნქციური დიაგნისტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 67 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლების ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას ნორმისა და პათოლოგიის დროს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ჰემოდინამიკის ასაკობრივი თავისებურებანი საქართველოს ბავშვებში"(თბილისი, 1997). პედიატრ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯანმრთელ ბავშვთა ელასტიური და კუნთოვანი ტიპის არტერიების ფუნქციური მდგომარეობის საკითხისათვის ასაკობრივ ასპექტში(1 დღიდან 16 წლამდე)", დაიცვა 1967 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.172
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |