Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ თულაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზირბითი, თეთრი წყაროს რაიონი. დაამთავრა კავკასიის სამიჯნო სკოლა. ეს სკოლა ამზადებდა გამმიჯვნელ-მიწისმზომელებსა და ტოპოგრაფებს. ნიჭიერი ახალგაზრდა მასწავლებლად მიიწვიეს, ხოლო 1859 წლიდან სხვებთან ერთად სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა სამიჯნო სკოლასთან დაარსებულ ე.წ. საკვირაო სკოლაში მასწავლებლად. ამავე დროს საზოგადოებრივ-სალიტერატურო ასპარეზზეც მოღვაწეობდა, თანამშრომლობდა "საქართველოს მოამბეში"(1863), დროგამოშვებით აქვეყნებდა წერილებს თბილისის ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. 1862 წელს მიხეილ ყიფიანთან ერთად შეადგინა და გამოსცა ქართულ ენაზე არითმეტიკის სახელმძღვანელო ფოგელის რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.131 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |