შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ თულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზირბითი, თეთრი წყაროს რაიონი. დაამთავრა კავკასიის სამიჯნო სკოლა. ეს სკოლა ამზადებდა გამმიჯვნელ-მიწისმზომელებსა და ტოპოგრაფებს. ნიჭიერი ახალგაზრდა მასწავლებლად მიიწვიეს, ხოლო 1859 წლიდან სხვებთან ერთად სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა სამიჯნო სკოლასთან დაარსებულ ე.წ. საკვირაო სკოლაში მასწავლებლად. ამავე დროს საზოგადოებრივ-სალიტერატურო ასპარეზზეც მოღვაწეობდა, თანამშრომლობდა "საქართველოს მოამბეში"(1863), დროგამოშვებით აქვეყნებდა წერილებს თბილისის ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. 1862 წელს მიხეილ ყიფიანთან ერთად შეადგინა და გამოსცა ქართულ ენაზე არითმეტიკის სახელმძღვანელო ფოგელის რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.131 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |