შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა ლომია![]()
ბიოგრაფიადაბადფების ადგილი: ქ. ლენინგრადი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960–1963წწ. მუშაობდა კურორტ მენჯში; 1963 წლის სექტემბრიდან მუშაობს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება რადიკულიტების, ოსტეოქონდროზის მკურნალობას. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "ერითროლოგია და მისი ფიზიკური ფაქტორებით მკურნალობა"(1975), "გარდამავალი სისხლის მიმოქცევის მოშლის მკურნალობა ფიზიკური ფაქტორებით"(1985). სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს ნევროლოგიურ ჯგუფს. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროლოგია და მისი ფიზიკური ფაქტორებით მკურნალობა", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.174
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |